მოგახსენებთ ჩემს ცოტა ვრცელ მოსაზრებას ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების გამოსვლაზე და ზოგადა განვლილ ტურნირზე..
დავიწყებ მიღწეული შედეგით: 2 მოგება 5წაგება..
ალბათ იმ ნაკრებების გათვალისწინებით, ვინც გვყავდა ჯგუფში, ამაზე ცუდი შედეგის მიღწევა გაჭირდებოდა..ანუ მხედველობაში მაქვს ის, რომ 2თამაში იყო ის მინიმუმის მინიმუმი რაც ერთი შეხედვით ისედაც ჩანდა..შესაბამისად, საბოლოო შედეგის თვალსაზრისით, არამგონია ვინმეს კმაყოფილების გრძნობა ქონდეს..
ამ ყველაფრის მიზეზად რამოდენიმე ფაქტორის დასახელება შეიძლება ჩემი აზრით:
1. ქართული ტემპერამენტი..შევაკვდით ფავორიტებს, მოვიგეთ 2 მოტსით და ზედიზედ 5 წაგება ამის მერე..თან ვინებთან
2. ალბათ მაინც გამოუცდელობა რაღაც დოზით მაინც..4თამაშში სამი მოტსი..და განსაკუთრებით მეოთხე თამაში, უშანსოდ წაგებული და გახარჯული მოტსი, რამაც ჩემი აზრით დიდი გავლენა იქონია მომდევნო თამაშებში ჩვენი გუნდის განწყობაზე და შესაბამისად "მიღწეულ" შედეგზე..
3. არასწორი დაგეგმვა ფიქი/მოტსების და ზოგადად მოსაგები თამაშებისთვის მომზადება..(მომზადების დროს, მხედველობაში მაქვს ის, რომ მოსაგებ თამაშებში, ანუ "აუტსაიდერებთან" სავარაუდოდ დაბალი განწყობის გამო იყო ის შედეგები რაც მივიღეთ)
4. დაუბალანსებელი შემადგენლობა..ფაქტიურად გამთამაშებელის პოზიციაზე ძალიან დიდი პრობლემა იყო..
5. პასიური ქართული ბაზერი (ეს კიდევ უფრო დიდი პრობლემაა ზოგადად)
----------
მოკლედ გამოვიდა ისე რომ "დიხანია" არ გვეყო..როგორც იტყვიან ხოლმე, მოვიგეთ სპრინტი, მაგრამ წავაგეთ მარათონი..და დასანანი და გულდასაწყვეტია ის, რომ ჩვენს ქვემოთ მყოფ ორივე გუნდთან წავაგეთ თამაშები..
და საერთოდაც, როგორც ესეთი "მოსაგები თამაშები" ვერცერთი ვერ მოვიგეთ..არამგონია ნაკრების მწვრთნელის ყველაზე ცუდ გეგმებში ყოფილიყო ისლანდია-უელს-რუმინეთთან ვერცერთი თამაშის ვერ მოგება მიუხედავად ყველა გარემოებისა..
თუმცა არაუშავს, იმედია კარგი გამოცდილება მივიღეთ, გაანალიზდება დაშვებული შეცდომები, გამოჩნდება უკეთესი U21 თაობა და მომავალ ტურნირზე უკეთეს შედეგს დავდებთ..
(ხო, გამართლებას რაც შეეხება და ბედის ზურგისქცევას, თუ ვგულისხმობთ წაგებულ თამაშებს, მაშინ უნდა ითქვას მოგებულ თამაშებზეც..რაღაც მომენტში უნგრეთთან და ბელარუსთანაც გაგვიმართლა, განსაკუთრებით ბელარუსთან)
------------
საბოლოოდ, წარმატება მინდა ვუსურვო ისევ ჩვენს ნაკრებს და იმედია უფრო გააქტიურდება ქართული ბაზერი, თორე აქტიური უსერების გარეშე ძნელია წარმატების მიღწევა და კარგი ნაკრების ყოლა..
მიუხედავად ყველაფრისა, მადლობა ასევე ნაკრების მწვრთნელს..წაგებულ თამაშებზე ითქვა და სენსაციები და მოგებული თამაშებიც მისი დამსახურებაა..შემართება ნამდვილად არ აკლია და ენთუზიაზმს + ის გამოცდილება რაც მიიღო (მისი თავდაპირველი მიზნებიდან გამომდინარე, ეჭვი მაქვს საბოლოოდ "მწარე" გამოცდილებაში გადაიზარდა, თუმცა არაუშავს) + უკეთესი მომავალი თაობა & აქტიური მენეჯერები და ვფიქრობ მომავალში შედეგს გავაუმჯობესებთ..