ასე თითო-თითო მატჩის წინ (და შემდგომ) განხილვა კი კარგია, მაგრამ ჩემი აზრით აქცენტი არ უნდა გაკეთდეს მხოლოდ ერთ ან ორ სეზონზე. შესაძლოა ამან მოგვიტანოს წარმატება (1 კალათით ზემოთ ანაცვლება ან ორით. ყოველ შემთხვევაში ჩვენი მაქსიმუმი ვერასოდეს გახდება თასის მოგება ასე თუ გავაგრძელეთ), თუმცა საბოლოო ჯამში გრძელვადიან პერიოდში არაფერი შეგვრჩება და ეს ამდენი (რამდენიც არის) წვალებაც კი წყალში ჩაიყრება.
როგორც ვატყობ საკმაოდ მონდომებული ხარ და დროც გაქვს (ეს ორია მთავარი მენეჯერობისას)... ამიტომ გთავაზობთ გეგმას შევადგინოთ მოთამაშეთა ბაზა (ექსელში), ჩავაბაროთ ისინი ისეთ მენეჯერებს (თუმცა ჯერ პოვნაა საჭირო), ვინც მათ ვარჯიშს არ გაუცდენს და ბოლომდე ავარჯიშებს.... მეორე დივიზიონის საშუალო დონის გუნდები (ის გუნდები, რომელნიც 3-4 სეზონში არ გეგმავენ უმაღლესში ასვლას) და მესამე დივიზიონის გუნდები გამოდგება ამ საქმისათვის... ანუ ისეთი გუნდები, რომელთაც ვარჯიში არაფერს დააკლებს, მხოლოდ წაადგება... მეორე ეტაპზე კი ასეთი გუნდებისათვის საჭირო კალათბურთელების ჩაბარება და მათთვის ვარჯიშში დაკვლიანებაა... თუკი ასეთი მინიმუმ ხუთი მენეჯერი გამოჩნდება, მზად ვარ უფრო დიდი პოსტი დავწერო ვარჯიშის შესახებ და როგორ შეიძლება რომ 3 სეზონში მებრძოლი გუნდი (თუ ტოპ დონის არა) ჩამოვაყალიბოთ...
გიორგი, შენ უფრო გაქვს კონტაქტი ამჟამად იმ ხალხთან, ვინც მოთამაშეებს ავარჯიშებს, ამიტომ გთხოვ რომ მიწერო მათ და კითხო მზად არიან თუ არა ახალგაზრდული ნაკრების განვითარებას დაეხმარნონ. ცხადია ვიღაცაც გამოჩნდება, რომელიც თავისი ჭკუით ავარჯიშებს თავის კალათბურთელს და საბოლოო ჯამში მისი ნავარჯიშები მოთამაშეც წაგვადგება, თუმცა იმ ხუთი მენეჯერის, რომელიც აირჩევა (რაც მეტი მით უკეთესი), მოთამაშეები იქნებიან მთავარი ბირთვი..
თუნდაც ჩემს მაგალითზე ხედავთ რომ სრულად არაა წარმოუდგენელი 21 წლის ასაკში ისეთი მოთამაშის გამოზრდა, რომელიც ნებისმიერ ტოპ დონის გუნდს წაადგებოდა...
ველი გამოხმაურებას...