სამწუხაროდ ყველაფერი გამოგვიცნო და ბოლო პერიოდში ამოატრალა თამაში ნორვეგიამ..ისე რეიტინგებითაც არ ჩამოგვივარდებოდა, საბოლოო ჯამში შეიძლება დაჟე ოდნავ უკეთესი რგოლებიც ქონდა..თუმცა ამას ვერ ვიტყვი შემადგენლობაზე, პირიქით, აქ ჩვენ გვქონდა უპირატესობა, მაგრამ ფორმების მხრივ გვჯობნიდნენ აშკარად..
მოკლედ წაგების მიზეზებზე ჩემ აზრს დავაფიქსირებ. (თუმცა შეიძლება რაღაცეებში ვცდებოე, ვინაიდან მოთამაშეთა სრულ მონაცემებს ვერ ვხედავ). ერთი რაც აშკარად ჩანს ისაა რომ უარეს ფორმიანი და ნაკლებხელფასიანი მოთამაშე სტარტერია და უკეთეს ფორმიანი და უფრო მაღალხელფასიანი ზამენა (საუბარი მაქვს ასატურიანი - ჯუღელის წყვილზე). არვიცი, რეალური სკილები როგორი აქვთ, (ისე 4ათასია ხელფასებს შორის სხვაობა) თუმცა ერთი შეხედვით ესე ჩანს და თამაშმაც და სტატისტიკამაც აჩვენა, 1-10 სასტარტო მსროლელს 35წუთში და 5 ქულა. არც ჯუღელს მოუწყვეტია ვარსკვლავები, თუმცა 13 წუთში 2-7-ზე და 8 ქულა..და კიდევ ერთი მომენტი, ზოგადად ტაქტიკაზე არ მიყვარს საუბარი, თუმცა ძლიერი მხარე რომ ცენტრის (და ზოგადად მძიმეების) პოზიცია გვაქვს ეს ჩანს ერთი შეხედვითაც (რაზე აქცენტიც გააკეთა ნორვეგიამ თავისი 2-3 დაცვით) ხოდა თუ მძიმეებით არ შევუტევდით, მაშინ მოულოდნელობის ეფექტის ამბავში ალბათ პერიმეტრიდან ჯობდა შეტევა. თუარადა ისევ მაინც ბარათაშვილი-კამანინის დუეტით რომ შეგვეტია ფარქვეშიდან (ფორმების გათვალისწინებითაც) იქნებ უკეთესი ყოფილიყო..(არადა საუკეთესო მძიმე 19 წუთში გაუვარდათ 6 ფოლით და მაგის მერე აიკლებდნენ ჩვენები ფარქვეშიდან). თუმცა ეს ყველაფერი პოსტ ფაქტუმ მარტივად დასანახია, მაგრამ თამაშამდე რა თქმა უნდა გაცილებით რთულია..
წარმატებები შემდეგ თამაშებში. წესით სკოტებს მარტივად უნდა მოვუგოთ
Last edited by Nicolas at 11/18/2014 5:56:14 AM