დავასრულეთ გამოსვლა ამ შესარჩევშიც..პირველ რიგში გუშინდელ თამაშზე ვიტყვი..როგორც ჩანს შვეიცარიას ჩვენზე კარგი განწყობა ქონდა რაც მძიმე თამაშზეც აისახა..ზოგადად მოთამაშეებით, ფაქტიურად ყველა პოზიციაზე ვჯობნიდით, მართალია ორი თავით არა, მარა მაინც.. (+ამას ფორმებშიც არ ჩამოვუვარდებოდით), მაგრამ ეტყობა შენახული ქონდათ მაღალზე განწყობა და მაგის ფონზე, საბოლოო ჯამში გამარჯვებაც უკვე საქმე იყო და კარგია რომ მოვიგეთ..
მთლიან ციკლს რაც შეეხება, ალბათ პროგრამა მინიმუმი იყო სამი მოგება, რაც შესრულდა..პროგრამა მაქსიმუმი იქნებოდა 5 მოგება..რეალურად კი სავსებით შესაძლებელი იყო 4 თამაშის მოგებაა, თუმცა ერთმა წინდაუხედავმა ნაბიჯმა წაგვართვა ის ერთი მოგება და ერთით მაღალი ადგილი..
იტალია იყო ჯგუფის აშკარა ფავორიტი..
ხორვატია მაკედონიასთან შეიძლებოდა ბრძოლა..
ალბანეთი შვეიცარიისთვის უნდა მოგვეგო..
და ნუ სომხეთს მოყვარულები ყავდა ფაქტიურად..
ბოლოს გამოვიდა რომ საბრძოლი თამაშებიდან ერთი მოვიგეთ, თუმცა მოსაგებიდანაც ერთი წავაგეთ (რის მიზეზებზეც ვისაუბრეთ ზემოთ უკვე) და დავასრულეთ 3/4 შედეგით..საბოლოო ჯამში ცუდი შედეგი არ არის, თუმცა უკეთესიც შეიძლებოდა ნამდვილად..იმედია მოხდება შეცდომების გაანალიზება, მენეჯერების მიერ ნაკრების მოთამაშეებისთვის ყურადღების მიქცევა და ფორმის შერჩევა და შემდეგ სეზონზე უკეთეს შედეგს ვაჩვენებთ..
წარმატებები ჩვენს ნაკრებს..