BuzzerBeater Forums

BB Sakartvelo > ეროვნული ნაკრები [რჩევა,კითხვა]

ეროვნული ნაკრები [რჩევა,კითხვა]

Set priority
Show messages by
This Post:
00
254182.171 in reply to 254182.170
Date: 7/19/2025 10:53:03 AM
ნაკრების შესახებ ეს თემა გამოვიყენოთ დისკუსიისთვის.
საკმაოდ რთული ჯგუფი გვყავს, ხელფასებით ყველა გვჯობია და ტყუილ დაპირებებს არ გავცემ, ძალიან გაგვიჭირდება თუნდაც 1 მოგების წამოღება. მაქსიმალურად ვეცდები რომ ტაქტიკები გამოვიცნოთ და მაქსიმალურად გავრისკავ. საინტერესოა თქვენი აზრიც ამასთან დაკავშირებით.

აქცენტს უფრო განვითარებაზე და არსებული მოთამაშეების ვარჯიშზე გავაკეთებ და ვეცდები ამხანაგურები ისე დავჯავშნო, რომ რეიტინგში მცირედით ავიწიოთ.

მენეჯერებთან მქონდა კონტაქტი უკვე იმ მოთამაშეებზე ვისაც შეუძლია განვითარება და მოთამაშეების ფორმის საკითხზე. თქვენი დახმარების და მოთამაშეების ვარჯიშის გარეშე არაფერი გამოვა და თქვენი იმედი მაქვს.

This Post:
00
254182.172 in reply to 254182.171
Date: 8/4/2025 12:40:54 PM
მეორე მოგებაც გავიფორმეთ. ალბათ ეს მაქსიმუმი იყო, დარჩენილი გუნდები საკმაოდ ძლიერები არიან და ენთუზიაზმს ბოლომდე დავზოგავ.

ჩემი თხოვნა იქნება ეგება გავაქტიურდეთ სადმე, ან ფორუმზე, ან ფეისბუქზე )))