ნაკრების შესახებ ეს თემა გამოვიყენოთ დისკუსიისთვის.
საკმაოდ რთული ჯგუფი გვყავს, ხელფასებით ყველა გვჯობია და ტყუილ დაპირებებს არ გავცემ, ძალიან გაგვიჭირდება თუნდაც 1 მოგების წამოღება. მაქსიმალურად ვეცდები რომ ტაქტიკები გამოვიცნოთ და მაქსიმალურად გავრისკავ. საინტერესოა თქვენი აზრიც ამასთან დაკავშირებით.
აქცენტს უფრო განვითარებაზე და არსებული მოთამაშეების ვარჯიშზე გავაკეთებ და ვეცდები ამხანაგურები ისე დავჯავშნო, რომ რეიტინგში მცირედით ავიწიოთ.
მენეჯერებთან მქონდა კონტაქტი უკვე იმ მოთამაშეებზე ვისაც შეუძლია განვითარება და მოთამაშეების ფორმის საკითხზე. თქვენი დახმარების და მოთამაშეების ვარჯიშის გარეშე არაფერი გამოვა და თქვენი იმედი მაქვს.