ზოგადი თემასავით ვეძებდი, ეგება ქართულ ენაზე შესავალი/სახელმძღვანელოსავით გავაკეთოთ.
სანამ ეგეთ თემას გავაკეთებთ რამდენიმე თემას მინდა შევეხო.
ფორმა
მოთამაშე მომდევნო კვირაში რომ კარგ (ძლიერი ან უძლიერესი) ფორმაში იყოს მიმდინარე კვირაში უნდა ითამაშოს 48-72 წუთების შუალედში. სასურველია რომ 72 წუთიან ნიშნულს არ გადასცდეს.
ეკონომიკა (სახელფასო ჭერი)
ყველა დივიზიონისთვის დაწესებულია ხელფასის ქვედა ზღვარი, რომელიც მინიმალურია რასაც ეკონომიკური განახლების დროს გადაიხდით. მაგალითად თუ ზღვარია 620K და თქვენი მოთამაშეების ხელფასია 100K, 200K, 300K მაინც 620K ჩამოგეჭრებათ. ამიტომ სასურველია ამ ზღვართან ძალიან ახლოს იყოთ მინიმუმ რომ უფრო კონკურენტუნარიანი გუნდი გყავდეთ.
ტაქტიკები
ყოველთვის ერთი და იგივე ტაქტიკის გამოყენება როგორც შეტევის, ასევე დაცვის უფრო ადვილად გამოსაცნობს ხდის თქვენს ტაქტიკას, რაც მოწინააღმდეგეს უადვილებს თავის მხრივ ტაქტიკის არჩევას. ეცადეთ რომ მოძებნოთ მოწინააღმდეგე გუნდის სუსტი წერტილი და შესაბამისად ცვალოთ ტაქტიკები.
სტადიონი
ეკონომიკაში საკმაოდ დიდი როლი აქვს ბილეთების გაყიდვიდან შემოსულ თანხას. ეცადეთ რომ გუნდის განვითარებასთან ერთად არენის ზომაც გაზარდოთ (სასურველია ჯამურად 20K ფარგლებში) მოთხოვნიდან გამომდინარე. პლიუს ყურადღება მიაქციეთ ბილეთების ფასებსაც.
დიდი სურვილი მაქვს განვითარდეს ჩვენი კომუნა და მენეჯერები გააქტიურდნენ. რაც შემდგომ ჩვენი ნაკრებების წარმატებაშიც გადაიზრდება.
დასვით კითხვები, არ მოგერიდოთ! მეც არ ვიცი ბევრი რაღაც და გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი გამოცდილება.
ამ თემაში დასვით კითხვები, რაზე პასუხსაც ისურვებდით.
Last edited by TheGreatDanton at 4/10/2025 1:09:29 PM